ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის 1 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი თბილისში, აგლაძის ქუჩაზე პატრულირებდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა გასროლის ხმა გაიგეს. პატრულ-ინსპექტორებმა ოპერატიულად დაადგინეს, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ ავტომანქანაში ი.ხ.-მ გაისროლა, რის შედეგადაც დაზიანდა როგორც მისი, ასევე, იქვე მდგომი, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა. სამართალდამცველებმა ი.ხ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ნივთმტკიცებად ამოიღო. ავტომანქანაში, ასევე, აღმოჩენილია ნიღაბი,“- აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს
შემდეგი სტატიაბათუმში ხანძრის დროს დაშავებული სამი მეხანძრე-მაშველი საავადმყოფოდან გაწერეს