ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

1978 წელს დაბადებული ფამილ ბ. ბაკურიანიდან ბორჯომის მიმართულებით მგზავრობისას აიყვანეს. მისი ავტომანქანის ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

banner
წინა სტატიაშისირიაში რუსული ბაზა დაიბომბა… ღაღუპულია 9 რუსი ჯარისკაცი…
შემდეგი სტატია“ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები”