ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იცავს კონფლიქტის ყველა მხარე

სირიის მადაიში შიმშილით კიდევ 16 ადამიანი დაიღუპასირიაში პირველად ხუთწლიანი შეიარაღებული კონფლიქტის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. აშშ-სა და რუსეთის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო ზავი ოფიციალურად დამასკოს დროით 27 თებერვლის 00:00 საათიდან ამოქმედდა. როგორც სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საბჭო აცხადებს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იცავს კონფლიქტის ყველა მხარე, თუმცა ღამით დამასკოსა და დერაას რაიონში მცირე ხნით სროლის ხმა ისმოდა. გარდა ამისა, დასავლეთ სირიაში, პროვინცია ჰამაში აფეთქება მოხდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დი მისტურა შიშობს, რომ გარკვეულმა ძალებმა შესაძლოა, ეცადონ კონფლიქტის დასრულების გეგმის წარმატებულად განხორციელებას ხელი შეუშალონ. “შაბათი უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეა. სავარაუდოდ, ჩვენ ვიხილავთ  ჩვენი ძალისხმევის ჩავარდნის არაერთ მცდელობას” – განაცხადა სტეფან დი მისტურამ.

ვაშინგტონმა და მოსკოვმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობებსა და ვადებთან დაკავშირებით 22 თებერვალს მიაღწიეს შეთანხმება. შეთანხმების ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე, გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა აშშ-სა და რუსეთის რეზოლუციას სირიაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. სამშვიდობო შეთანხმება არ გავრცელდება “ისლამურ სახელმწიფოზე”, “ალ ნუსრას ფრონტზე” და გაეროს მიერ ტერორისტულად აღიარებულ სხვა დაჯგუფებებზე.

banner
წინა სტატიაშისად აღმოაჩინა „ქრონიკა+“-მა გელა ღურწკაიას ტელეფონი?
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრს პასუხობს