ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს სისასტიკის დასასრულს, მსგავსი შეცდომა დავუშვით საქართველოში, ყირიმში – კალასი

ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება. მისი თქმით, ევროპამ მსგავსი შეცდომა უკვე სამჯერ დაუშვა საქართველოში, დონბასსა და ყირიმში, და რომ იგივე აღარ უნდა განმეორდეს.

მან გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან საუბრის გამო და თქვა, რომ ვერ ხედავსა ზრს პუტინთან საუბრის.

“ძალიან მაწუხებს ნაადრევი მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის ან მშვიდობის შესახებ, რადგან ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ სისასტიკე დასრულდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ უკვე სამჯერ დავუშვით ეს შეცდომა საქართველოში, დონბასსა და ყირიმში და ამ შეცდომას ვეღარ დავუშვებთ”, – თქვა კალასმა.

მისივე თქმით, პუტინს შეუძლია სახე გადაირჩინოს თუ ჯარებს რუსეთში დააბრუნებს, რადგან მისი ძალები სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე არიან.

ესტონეთის პრემიერი ამბობს, რომ რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ევროპული ერთიანობის შენარჩუნება რთულია ომის გავლენის ფონზე, რადგან ახლა არის ეტაპი, როცა სანქციები დასავლეთსაც აზიანებს.

“თავიდან სანქციები მხოლოდ რუსეთისთვის იყო რთული, მაგრამ ახლა ჩვენ მივდივართ იმ მომენტამდე, როდესაც სანქციები მტკივნეულია ჩვენი ქვეყნებისთვის და ახლა საკითხავია, რამდენი ტკივილის ატანისთვის ვართ ჩვენ მზად. სხვადასხვა ქვეყნებისთვის ეს განსხვავებულია. ერთიანობის შენარჩუნება ძალიან რთულია. ეს სულ უფრო და უფრო რთულდება მაღალი ინფლაციისა და ენერგიაზე ფასების გამო”, – აღნიშნა მან.

კალასი სამშაბათს გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება, ის ხაზს გუსვამს, რომ ევროკავშირი სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ უკრაინისთვის ძალიან ნელი ტემპით.

banner
წინა სტატიაშიშეხვედრები ხელოვანებთან თიბისი კონცეპტის სივრცეში
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – პირადად მე, ჩემს პარტიას და ათიდან ყოველ ცხრა ქართველს მტკიცედ გვწამს, რომ ევროკავშირი წარმოადგენს ჩვენი ხალხის ოჯახს, ისტორიულ საბოლოო დანიშნულების ადგილს