“ცეცხლი ოლიგარქიას!” – საპროტესტო მსვლელობა თბილისის მეტროში

ცეცხლი ოლიგარქიას! – ეს შეძახილები ისმოდა ცოტა ხნის წინ თბილისის მეტროში ისმის. ხალხი ივანიშვილის მმართველობას და რეჟიმის რეპრესიებს დღეს უკვე მიწისქვეშა ტრასნპორტში აპროტესტებს.

თავდაპირევლად აქციის მონაწილეების შეკრების ადგილი ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორია იყო, თუმცა შემდეგ სპონტანურად მათ გადაწყვიტეს, რომ მარჯანიშვილზე მეტროთი წამოსულიყვნენ და საპროტესტო შეძახილები გაეჟღერებინათ. ამ ფორმით გადაწყვიტეს მომიტინგეებმა პროტესტის ხმა სრულიად საზოგადოებისთვის მიეწვდინათ.

უწყვეტი აქციების დაწყებიდან სამას 361 დღეს მოქალაქეების სათქმელია, რომ პროტესტს “ოცნების” ხელისუფლება ვერ ჩაახშობს და იბრძოლებენ იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

ხედავთ, რომ ბოლო დროს რეჟიმმა განსაკუთრებით მოუჭირა მარწუხებს და განსაკუთრებით ცდილობს პროტესტის ჩახშობას, ჩვენს შეშინებას, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ბრძოლას ვაგრძელებთ. ეს იყო მსვლელობები, რომლის მთავარი მიზანიც არის ხალხთა მიტანა პრობლემის, იმიტომ, რომ პროპაგანდა ცდილობს ხალხს უთხრას, თითქოს პროტესტი გაჩერდა და დღეს ავლაბართან შეხვედრის მიზეზი და მიზანიც სწორედ ის არის, რომ ვაჩენოთ ხალხს, რომ პროტესტი გრძელდება, – ამბობს აქციის მონაწილე.

აქციის კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ პროტესტი ცოცხალი პროცესია და ხალხი ცდილობს, “ოცნების” უკანონო ქმედებებს სხადასხვა მეთოდებით დაუპირისპირდნენ.

როგორც რეჟიმი გვიპირისპირდება და ცდილობს, ყველა ჯერზე შეაჩეროს პროტესტი, გააჩუმოს ადამიანები, ჩვენ ვუპირისპირებთ სხვადასხვა მეთოდებს, იმიტომ, რომ ეს არის ცოცხალი პროტესტი, ცოცხალი პროცესი, როცა ადამიანები ეძებენ გზას, რომ რეჟიმი გამოიყვანონ მწყობრიდან, რეჟიმი მოარყიონ და ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, ორი კვირის თავზე ამ მარშებიდან, ახლა ავლაბრიდან შევახსენოთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური სიტუაცია, ქვეყანა ჰკარგავს თავის იდენტობას და ამიტომ უნდა გამოვფხიზლდეთ, ვიყოთ გარეთ და ვებრძლოთ რეჟიმს, – ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.

ჯერჯერობით უცნობია, საით გააგრძელებენ მარშრუტს, თუმცა მათი საბოლოო გაჩერება რუსთაველის გამზირი იქნება.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ამერიკული წინადადებები შესაძლოა უკრაინულ ხედვებზე დაფუძნებულ ელემენტებს მოიცავდეს
შემდეგი სტატიაისტორიული დილემა კიევისთვის და 4 დღე გადაწყვეტილების მისაღებად