ცეცხლი გვიჭირავს, სხვა შენობებზე გადასვლის საფრთხე ფაქტობრივად არ არსებობს – გიორგი მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბაზრობა “თერგის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის.

მღებრიშვილის თქმით, ამ დროისთვის უცნობია ზუსტი ფართობი, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა. მისივე განცხადებით, ცეცხლი სამ სართულიანი შენობის მესამე სართულზე გაჩნდა. ამ დროისთვის ხდება ხანძრის ლოკალიზება.

“ცეცხლი გვიჭირავს, სხვა შენობებზე გადასვლის საფრთხე ფაქტობრივად არ არსებობს, რა კვადრატობა დაიწვა და რა ფართობზეა ცეცხლი ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ როდესაც მოხდება მისი ლიკვიდაცია და დათვალიერება შემთხვევის ადგილის, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კონკრეტული ციფრები შემდეგ მოგაწოდოთ. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რომ ლოკალიზებულია. ცეცხლი გვიჭირავს, სხვა შენობებზე გადასვლის საფრთხე არ არის, ველოდებით ლიკვიდაციას.

გამომწვევ მიზეზებზე საუბარი არის ზედმეტი ახლა. დაშავებული არავინ არ არის, ვებრძვით ცეცხლს.

აქ არის სამ სართულიანი შენობა, სამივე სართულზე არის სხვადასხვა საქონელი.არის ტანსაცმელი, პროდუქტებიც და სხვა. მესამე სართულზეა მხოლოდ ცეცხლი. იყო დიზელის საწვავი, მოხდა მისი ლოკალიზება, ასე რომ იმის საშიშროება არ არის რომ ცეცხლი მოედოს სხვა შენობებს და სხვა ფართს,”-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: ბაზრობა “თერგის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის
შემდეგი სტატიარატომ წვავენ მთელ თბილისს ღამე?