ცდოს მოსახლეობის პროტესტი – კახა კალაძე აქციის მონაწილეებს პასუხობს

სოფელ ცდოში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი ენერგეტიკის მინისტრმა გააკეთა. კახა კალაძის თქმით, სოფელში პროცესები ხელოვნურად იმართება და ენერგეტიკის სამინისტროსა და სოფლის მოსახლეობას შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

„ეს არის გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს თავისი ბნელი ინტერესები. სოფელში არის არსებული მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზი და ჩვენ ვახორციელებთ ამ ხაზის გამოცვლას. იმის გამო, რომ ეს ხაზი გადის, ახალი პროექტით, ოთხი საყრდენი გადაგვაქვს სოფლიდან მოშორებით, რომ ადამიანებს პრობლემა არ შეექმნათ, რა არის ამაში პრობლემა,“ – განმარტა კახა კალაძემ.

ყაზბეგში ადგილბრივებმა აქცია გამართეს. სოფელ ცდოს მოსალხოებამ მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტოხაზების გაყვანა გააპროტესტა. მათი განცხადებით, სახლემწიფო სამუშაოებს ადგილბრივების კუთვნილ მიწებზე აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიაქცია ყაზბეგში – ცდოს მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროხაზების გაყვანას აპროტესტებს
შემდეგი სტატიაკობი-გუდაურის სამთო კურორტის განვითარება – გეგმის პრეზენტაცია დიმიტრი ქუმსიშვილმა მოისმინა