33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

“ცდილობთ დაამკვიდროთ ტერმინები, რომელიც ვიღაცამ თქვა” – ComCom-ი ტვ პირველს ედავება

კომუნიკაციების კომისია “ტვ პირველის” წინააღმდეგ საქმეს განიხილავს ისეთი ტერმინების გამოყენების გამო, როგორიცაა „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“ და „პოლიტპატიმრები“.

დღეს, 18 ივნისს გამართულ სხდომაზე, “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე კომუნიკაციების კომისიის თავმდჯომარისგან ითხოვდა ახსნას, რატომ არის დაღვეევა ტერმინის, “სინდისის პატიმრის” გამოყენება.

რას ამბობს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი:

მარეგულირებელი კომისია არის ცენზორი,  სხვა ახსნის მოძებნა შეუძლებელია ბოლო მოხსენებითი ბარათისთვის, რომელიც თქვენგან შემოვიდა ჩვენთან ტელევიზიაში. თქვენ გაქვთ კონკრეტული დღის წესრიგი, რომელსაც მიყვებით, რომ თავისუფალ ტელევიზიებს დაუწესოთ შეზღუდვები, ფინანსური სანქციები, წნეხი თუ ა.შ. თქვენი ამ პოლიტიკის დამსახურებაა, რომ გუშინ ყველა თქვენგანის შესახებ ევროპარლამენტის ძალიან მნიშვნელოვან ანგარიშში ევროკომისიას მოსთხოვეს თქვენი, ComCom-ის წევრების დასანქცირება.  კომისია ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს კანონისას. დავსვი კითხვა, სანამ შევალ სხვა დეტალებში – რა შემთხვევაში შეუძლია საინფორმაციო სამსახურს გამოიყენოს ტერმინი – სინდისის და პოლიტიკური პატიმრები?”

როგორია ComCom-ის თავმჯდომარის  პასუხი:

“ძალიან დეტალურად განგიმარტეს, კიდევ ერთხელ თუ მაინცდამაინც ჩემგან გაინტერესებთ, როცა კონკრეტულ სიუჟეტში კონკრეტულ დღეს ხდება და არა 2-3 წლის წინ მოხსენიებულ დოკუმენტებში – ეს ვიღაცამ, სადღაც, ოდესღაც რომ ტერმინი ახსენა და ყოველდღე გინდათ გამოიყენოთ, რომ ეს თითქოს დამკვიდრებული ტერმინია, თქვენ ამკვიდრებთ ამ ტერმინს. იმან, ვიღაცამ ერთხელ გამოიყენა ეს ტერმინი და შემდგომ, ამას ამკვიდრებთ თქვენ. კიდევ ერთხელ განგინმარტავთ, ეს არის კანონისთვის გვერდის ავლის საშუალება”- თქვა გოგა გულორდავამ. 

“ტვ პირველის” იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის არგუმენტები:  

“მგონია და მაუწყებელს აქვს ამისთვის საკმარისი საფუძვლები, რომ მარეგულირებელი კომისია იმ რეპრესიული კანონით, რომელიც არის მიღებული და ამ ცვლილებებით, რომელცი ახლახანს მიიღო ხელისუფლებამ ცდილობს, კრიტიკული მედიისგან არ ისმოდეს ისეთი განცხადებები, რომელიც რეალურობას ასახავს. წარმოდგენილი მაქვს არაერთი მტკიცებულება იმის, რომ თუნდაც განცხადება, რომელიც არის “სინდისის პატიმრები”, თუნდაც განცხადება,  როგორრიც არის “ცრუ მოწმეები” ტერმინი “ოლიგარქი”, “არარსებული დანაშაული” და ა.შ. ყველა მათგანზე წარმოდგენილი შეფასება, არ არის მაუწყებლის პოზიცია. ეს არ არის ისეთი განცხადებები, რომლებსაც ან სოციალურ ქსელებში, ან ექსპერტების მიერ, ან საერთაშორისო დოკუმენტებში, ან არასამთავრობოების მიერ მომზადებულ დასკვნებში, ან საერთაშორისო  ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებში, ან კომენტარებში, ან ადვოკატების პოზიციებში ამ ყველაფერს ვერ მოვისმენთ”- აცხადებს თორნიკე მიგინეიშვილი.

სხდომაზე “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ასევე მოითხოვდა განმარტებას იმ “ციტატების” გამოც, რომელიც კომისიამ მოხსენებით ბარათში ჩაწერა – თუმცა, კითხვაზე, რატომ იყო კანოდარღვევა აღნიშნული ფრაზები “ტვ პირველმა” პასუხი ვერ მიიღო, რადგან კომისიის თავმჯდომარემ სხდომა მოულოდნელად დაასრულა.

ნოდარ მელაძე: ვითხოვ განმარტებას მარეგულირებელი კომისიისგან – თქვენი მოხსენებითი ბარათის ციტატას ვკითხულობ, როგორც დარღვევის დემონსტრირებას: – “მღვდელმთავრების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებებიდან ჩნდება დღეს განცდა, რომ სინდისის პატიმრების თემაზე შიო მესამეს “ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს. რა დაირღვა ამ კონტექსტში ტერმინით “სინდისის პატიმრის” გამოყენებით?

banner
წინა სტატიაშიეკა კუპატაძე: საქართველოში სამართალი ძნელი მისაღწევი ყოფილა, მაგრამ აღსრულებადს გავხდი
შემდეგი სტატია“ამის შემდეგ გადაწყდება მიშას კანდიდატი ნანუკაა თუ სხვა” — ნანუკა ჟორჟოლიანი