ამერიკული ტელეარხი CBS News წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანში ამერიკელი სამხედროების შესაძლო განლაგებისთვის მომზადება დაიწყო.
წყაროების ცნობით, მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებმა კონკრეტული მოთხოვნები წარადგინეს, რომლებიც ასეთი ვარიანტისთვის მომზადებას ისახავენ მიზნად მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ირანის წინააღმდეგ კონფლიქტში პოტენციალურ ნაბიჯებს აფასებს.
ანონიმური წყაროებისა ცნობით, ტრამპი განიხილავს განალაგოს თუ არა სახმელეთო ძალები რეგიონში. ამ მომენტისთვის გაურკვეველია, რა ვითარებაში დაუჭერს ის მხარს ასეთ ვარიანტს.
ორი წყაროს ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ასევე გამართეს შეხვედრები იმისთვის მოსამზადებლად თუ როგორ გამართონ ირანელი ჯარისკაცებისა და პარამილიტარული მებრძოლების შესაძლო დაკავებები – მათ შორის, თუ სად გაგზავნონ ირანელები, თუ ტრამპი გადაწყვეტს სამხედროების ადგილზე გაგზავნას.















