“ცაში ვართ გამოკიდებულები” – ლაგოდეხის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ლაგოდეხში, ძლიერი სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მოსავალი 100%-ით გაუნადგურდათ. ხალხი ამბობს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარმა არ იმუშავა.

დაზარალებულები ხელისუფლებისაგან საბანკო ვალდებულებების გადავადებაში დახმარებას სთხოვენ.

ცოტა ხნის წინ, დაზარალებულებმა აქცია გამართეს ლაგოდეხის სოფელ კაბალშიც. ისინი ხელისუფლებასთან შეხვედრას მოითხოვდნენ, ამბობდნენ, რომ სტიქიიდან 12 საათი გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში მათთან ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მისულა.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ ხელისუფლება მათ არ დაეხმარებათ, ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.

ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება ლაგოდეხის მერიას. თუმცა მერი ამბობს, რომ ზარალის დამთვლელი კომისია დილიდან მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ქადაგიშვილი – საკანონმდებლო პროცესს „ნაცმოძრაობის” დღის წესრიგს ვერ დავუკავშირებთ
შემდეგი სტატიაზუგდიდის მუნიციპალიტეტში მამა-შვილი დაჭრის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს