ცარიელი ევროკავშირი რად გვინდა, თუ შიგნით სიმშვიდე არაა – მეუფე იაკობი

მეუფე იაკობის პროგნოზით, ევროკავშირი მზად არაა გაფართოებისთვის და ვერც საქართველო, ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა ივნისის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებენ. ბოდბის მთავარეპისკოპოსმა ნინოობის წირვის შემდეგ, გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იქადაგა:

ჩვენ ვიცით, რომ მძიმე დღეებია, ომია უკრაინაში, ადამიანები კვდებიან და არ აქვს მნიშვნელობა ქრისტიანია თუ არა.
თითქმის ასი დღეა იქ ომია და ეს უბედურებაა თითოეული ადამიანისთვის, ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა დამყარდეს.
მე მინდა შევეხო ერთ თემას, ჩვენ არასწორ შეფასებებს ვაძლევთ კანდიდატის სტატუსს. ეს უკრაინისთვის და საქართველოსთვის გამოცდაა, იმის შემდეგ რაც დასუსტდა და ბრიტანეთი გამოაკლდა, ბევრ რამეზე შეთანხმებები უწევთ, უკრაინას ეხმარება ყველანაირად და ცდილობენ ომი მათთან არ დაიწყოს.
საქართველო ყველაფერს აკეთებს რომ ცივილიზებული ქვეყნის ნაწილი იყოს, ცალ-ცალკე ვერ მიიღებენ მაშინ სამივე ქვეყანა ერთად უნდა მიგვიღონ.
ევროკავშირი ამისთვის მზად არაა.
თუ უკრაინა მიიღებს კანდიდატის სტატუსს მიუხედავად იმისა, რომ ომია, ჩვენ რატო არ უნდა მივიღოთ, სასამართლო სხვაზე უარესია, ომია თუ სხვა?
გეუბნებიან რომ შენთან ვდგავართ მაგრამ ეს მიღება არაა, ალბათ რაღაც უნდა გავიაროთ და არ მოსწონთ რაღაცეები ჩვენთან, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და საქართველოს მოსახლეობამ არ უნდა იაროს გარე-გარე და არ გვინდა არც რუსეთში სირბილი და არც ევროპაში.
ცარიელი ევროკავშირი რად გვინდა თუ შიგნით სიმშვიდე არაა, გვითხრას ევროკავშირმა რა უნდათ და რა გავაკეთოთ, ომი თუ მათკენ გადავიდა, ძალიან ცუდად გვექნება საქმე.
როდესაც იძახიან მოიგეს ომიო, რანაირად 7 მილიონზე მეტი გაქცეულია ქვეყნიდან 10 მილიონი იძულებით გადაადგილებული, ალბათ უნდა გავამხნევოთ, რომ გული არ გაუსკდეთ თავიანთ უბედურებაზე.” თქვა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი – რუსეთი მზადაა, ხელი მოაწეროს კიევთან სამშვიდობო შეთანხმებას
შემდეგი სტატიაპრემიერი – გრძელდება თანმიმდევრული რეფორმები ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად