ცანავების ოჯახს სახლი თავზე ენგრევა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოში მცხოვრები ომარ ცანავას ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ოჯახის დიასახლისის თეონა მიქაძის თქმით, მისი სახლი იმდენად არის დაზიანებული, რომ შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაინგრეს, წასასვლელი კი მათ არსად აქვთ. 

https://youtu.be/zqOy6FjJBpw

 

 

,,სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ, ხოლო იატაკი საშინელ მდგომარეობაშია; რამდენიმე თვის წინ იგი ჩაინგრა და ჩემი დედამთილი თან ჩაიყოლა“, აცხადებს თეონა მიქაძე ,,თაიმერთან“ საუბარში.
საცხოვრებელ სახლში, რომელიც ჩვენს მიერ გადაღებულ მასალაში ჩანს, შვიდი ადამიანი ცხოვრობს, აქედან სამი არასრულწლოვანია.
ოჯახი, რომლის შემოსავალს მწირი სოციალური შემწეობა წარმოადგენს, დახმარებას ითხოვს. მათ ათი დღის წინ მიმართეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა ამ დრომდე იქ არავინ მისულა.

ავტორი: აკო ქიქავა

 

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ამიერიდან კვირაში ერთხელ გაივლის PCR ტესტირებას
შემდეგი სტატიადაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ – მამუკა ხაზარაძე