ცანავების ოჯახი ისევ დახმარების მოლონდშია – დრო აქ ერთ ადგილას გაჩერდა

თითქმის ერთი წელი გავიდა იმ დღიდან რაც “თაიმერთმა” მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოში ომარ ცანავას ოჯახის პრობლემის შესახებ მასალა გამოაქვეყნა. ცანავების ოჯახს ერთი წლის შემდეგ “თაიმერის” კორესპონდენტი აკო ქიქავა ისევ ესტუმრა.

https://youtu.be/DRVc2tNSXys

 

ადგილზე ჩვენს ჟურნალისტს მძიმე რეალობა დახვდა, სახლი ისევ ავარიულ მდგომარეობაშია, გამოცლილი აქვს საყრდენი ხოლო უკანა მხარე ჩამონგრეულია.

შესაძლებელია სახლი ნებისმიერ წამს მთლიანად ჩამოინგრეს, საცხოვრებელ სახლში კი შვიდი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი

ოჯახის დიასახლისი, თეონა მიქაძე ადგილობრივ მუნიციპალიტეტს დახმარებას მეორე წელია ისევ უშედეგოდ თხოვს.

ამ დროისთვის უცნობია ვინ აიღებს ამ ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას და საერთოდ რა ბედი ელით მათ.

https://youtu.be/sEsjYytPO3o

 

banner
წინა სტატიაშიგია ხარჩილავა: ჯგალის მოსახლეობაზე ზეწოლა არ გამოვა! (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგია ხარჩილავა: წალენჯიხელები, ყოველთვის მონაწილეობდნენ ისტორიულ პროცესებში და არც ახლა დაიხევენ უკან