Cambridge Analytica-ს ოფისში facebook-ის საქმეზე ჩხრეკა ტარდება

Sky News-ის ცნობით, კომპანია Cambridge Analytica-ს ლონდონის შტაბ-ბინაში, 18-მდე ბრიტანელი სამართალდამცავი ჩხრეკას ატარებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა ტარდება facebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემების უკანონოდ მიღების გამო. ერთ-ერთი ვერსიით, Cambridge Analytica აშშ-ს მოქალაქეების ფსიქოლოგიური პორტრეტის შესაქმნელად და არჩევნებში მათზე ტექნოლოგიური ზემოქმედების მოსახდენად, ამომრჩეველთა მონაცემებს აგროვებდა.

banner
წინა სტატიაში2018 წლის ბიუჯეტში აშშ ზრდის საქართველოსადმი მხარდაჭერას ‎105 325 000 აშშ დოლარამდე
შემდეგი სტატიადაბეჭდილი ორგანოები: 3D პრინტერით როგორ აკეთებენ ყურებს, კანს, ცხვირს და სხვა