ცალსახაა, ეს ორი ადამიანი ეწირება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს – თარხნიშვილი კარტოგრაფების საქმეზე

ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, პროკურატურის მიერ კარტოგრაფების საქმეზე ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებას ეხმაურება.
თარხნიშვილის თქმით, პარტიის პოზიცია ამ ორი ადამიანის საქმის მიმართ რჩება უცვლელი და ეს არის პოლიტიკურად დაგეგმილი საქმე.
თარხნიშვილმა აღნიშნა რომ ეს ორი ადამიანი ეწირება ერთი კონკრეტული ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს.
„დღეს რაც მოვისმინეთ, პირადად ჩემში აზრის შეცვლა არ გამოუწვევია, რადგან გაუგებარია ჩანაწერი, გაუგებარი საუბარია, გაუგებარია საიდან გაჩნდა ეს ჩანაწერი, საერთოდ რაზეა საუბარი.
მარტივად რომ ვთქვათ, ევროპული საქართველოს დამოკიდებულება რჩება იგივე, ეს არის პოლიტიკურად დაგეგმილი საქმე, რომელიც ითვალისწინებდა არჩევნების წინ კონკრეტული ადამიანების დისკრედიტაციას და ამას შეეწირა ორი აბსოლიტურად უდანაშაულო ადამიანი.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი საქმე, როდესაც ჩვენ გვყავს პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანები დაპატიმრებული ციხეში. სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველო განვაგრძობთ პოლიტპატიმრების გამოშვების მოთხოვნას, მათ შორის ამ ორი კონკრეტული ადამიანით.
დღეს მე პირადად ვერაფერი ახალი ვერ მოვისმინე, გარდა იმისა, რომ 2 ადამიანი საუბრობს რაღაც სამუშაო პროცესზე, რომელიც ეყდრნობოდა 22 წლის წინადნელ საქმეს და მეორემხრივ, 15 წლის წინანდელ საქმეს. ვინმე თუ გამარკვევს, რომ ადამიანების ესე პოსტ-ფაქტუმ ჩანაწერით რაღაცა შეიძლება გაარკვიონ, კიბატონო, ეს ქართული პროკურატურის ნოუჰაუა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცალსახაა, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და ამის დადასტურება არის ის ფაქტიც, რომ ეს არ არის ერთადერთი საქმე, შეგვიძლია გავიხსენოთ იგივე გიორგი რურუას საქმე, საარჩევნო ბრალდებები და ასე შემდეგ. ჩვენთვის არაფერი ახალი არ მომხდარა, ცალსახაა ეს ორი ადამიანი არის აბსოლიტურად უდანაშაულო და ეწირება ერთი კონკრეტული ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს.“ – განაცხადა თარხნიშვილმა.