ცალსახა იყო წამების კვალი, უმძიმესი ტვირთია ჩვენი სინდისისთვის ის, რაც მის თავს ხდება – ხოშტარია სააკაშვილზე

“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია მესამე პრეზიდენტთან გუშინ გამართულ შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი მძიმე შთაბეჭდილებებით და განცდებით დატოვა.

“გუშინ შევხვდი მიხეილ სააკაშვილს. ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით და განცდებით გამოვედი. არა მასზე. მასთან საუბარი ძალიან საინტერესო იყო, დაცლილი აგრესიისგან, რეფლექსია წარსულზე და მომავალზე. თავი ძალიან კარგად ეჭირა.

მაგრამ ძალიან ცალსახა იყო წამების კვალი. წამებაა, რაც მან გაიარა და არაადამიანური მოპყრობა. რადგან მეც გავდივარ შიმშილის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს და მან ჩემგან განსხვავებით დამატებით უამრავი შეურაცხყოფა გამოიარა ზუსტად ვიგრძენი მისი მდგომარეობა. ძალიან რთულია ეს პროცესი. ორგანიზმის გამოღვიძება ბევრად უფრო რთულია. ასე არაა დაიზიანე, მორჩი და აღდგა.

ხოდა დავითრგუნე იმისგან, რომ წარმოვიდგინე რამხელა უფსკრულია ხალხის აღქმასა და რეალობას შორის. რეალურად მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა პირველ რიგში არის იმათი შეურაცხყოფა, ვინც მისი მმართველობის დროს დაიჩაგრა და სამართალს ეძებს. ვისაც ძალადობა აწუხებს და მის მიმართ მსგავს ძალადობას და ამ ძალადობის კვალს თვალებში ჩახედავს, შეუძლებელია ყველაზე მეტად არ შეწუხდეს. მათი შეურაცხყოფაა ეს პირველ რიგში.

სამართლიანობის ამ სტანდარტის დამკვიდრება, შურისძიების სამართლიანობად გასაღება ანგრევს და დაანგრევს ჩვენ საზოგადოებას. თან ეს სახელმწიფოს დონეზე ხდება.

უმძიმესი ტვირთია ჩვენი სინდისისთვის ის, რაც მის თავს ხდება”, – წერს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბუსტერდოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შემცირდა
შემდეგი სტატიაერთი ოჯახის უმძიმესი ტრაგედია სენაკში – კორონავირუსს დედა-შვილი ემსხვერპლა