ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე ერთ-ერთი სასულიერო პირის მიერ კირბალის ტრაგედიაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ეს მსხვერპლი სანთლად უნდა იქცეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობაში.
როგორც თენგო კირთაძემ აღნიშნა, ეს განცხადება რეალურად ძალიან დიდი პრობლემაა, რაც ჩრდილს აყენებს იმ ღირსეულ სასულიერო პირებს, რომლებიც მართმადიდებლური ეკლესიის წიაღში მოღვაწეობენ და მათ სიტყვას და საქმეს ფასს უკარგავს.
„ცალკეული სასულიერო პირის პოზიცია ფარისევლურად, თითქოს კაცთაშორისი სიყვარულით მტრის მიერ განხორციელებული ძალადობის გაკეთილშობილება შესაძლოა არ ყოფილყო ამ ქვეყნისთვის ტრაგედია, თუმცა თუ ჩვენ შევხედავთ იდენტური პოზიცია აქვს, საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს“- თქვა თენგო კირთაძემ