„ცალკეული დეპუტატის აზრი ჩვენი ქვეყნის არჩევანზე ვერ მოახდენს გავლენას,”- ირაკლი სესიაშვილი მეჭიაურზე

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

საპარლამენტო უმრავლესობა თამაზ მეჭიაურის განცხადებას გამოეხმაურნენ. მეჭიაურის განცხადებით, ამ მოცემულობით ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. მისივე თქმით, ნატოს წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის ერთი კონკრეტული დეპუტატის მოსაზრება.

„ვერანაირი ცალკეული დეპუტატის აზრი ჩვენი ქვეყნის არჩევანზე ვერ მოახდენს გავლენას, ეს არის მტკიცე, ეს ემყარება ჩვენი მოსახლეობის არჩევანს, წარსულს, მენტალიტეტს,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მანანა კობახიძის თქმით, ნებისმიერ დეპუტატს უფლება აქვს ინდივიდუალური პოზიცია დააფიქსიროს.

ნაციონალურ მოძრაობაში კი მიაჩნიათ, რომ მეჭიაურის განცხადება საგანგაშოა. სერგო რატიანმა მეჭიაურის განცხადებას შემაშფოთებელი და ანტიდასავლური განცხადება უწოდა.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ირაკლი ალასანიას თქმით, ნატოსკენ სვლა საქართველოს უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე – რუსეთიდან საფრთხეები მომდინარეობს და ეს ცხადია
შემდეგი სტატია“ალბათ ჯობს, წინაპირობების გარეშე დაიწყონ მოლაპარაკება” – თამაზ მეჭიაური ჯანელიძე-ლავროვის შესაძლო შეხვედრაზე