“ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არასწორია”

ეს არის ცალკეული ინიციატივა და ვფიქრობ, ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არასწორია,–ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, აშშ-თან თანამშრომლობა გრძელდება და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა უფრო ძლიერი, მტკიცე და მყარი ხდება.

„მინდა, შეგახსენოთ ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუნდაც, „ღია ცის ქვეშ“ ხელშეკრულების დატოვების საფუძველი ამერიკის მხრიდან იყო ის, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.

ეს არის უმნიშვნელოვანესი აღიარება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ ასევე ვნახეთ და ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველად, როდესაც ორპარტიული მხარდაჭერა იყო ორივე პალატის მიერ. გრძელდება ეს თანამშრომლობა, დარწმუნებული ვარ, რასაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების განცხადებები ადასტურებს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ხდება უფრო ძლიერი, მტკიცე და მყარი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა 2021 ფისკალური წლისთვის საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ ბორცვაძე : გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება
შემდეგი სტატიავლადიმერ ბორცვაძე- გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აგრძელებს