ცალკე ტრაგედიაა ის, რომ ზურაბიშვილი შეიძლება ვინმეს სჯობდეს – კაპანაძე აშშ-ში ვიზიტზე

“ღარიბაშვილი 5 ივლისის შემდეგ უფრო და უფრო მიუღებელი პერსონაჟი ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ჩვენ გვახსოვს, რომ მაშინ ბალტიის ქვეყნებმაც გაუუქმეს ვიზიტი შესაბამისად ახლა, თუ დემოკრატიის სამიტზე მას არ მიიწვევენ და თუ ეს მართლაც ნამდვილი ინფორმაციაა, აბსოლუტურად არ იქნება ჩემთვის გასაკვირი, იმიტომ რომ აშშ-სთვის ასეთი პერსონაჟი შეუძლებელია, რომ იყოს მისაღები.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ამის დადასტურების შემთხვევაში ეს იქნება სწორედ ეგ გზავნილი, რომ ღარიბაშვილს არაფერი ესაქმება ასეთი ტიპის ღონისძიებაზე და საქართველოდან, ქვეყანას წარმოადგენს სხვა ადამიანი, რომელიც უფრო მისაღებია, ვიდრე არის ღარიბაშვილი…

ცალკე ტრაგედიაა ის, რომ ქვეყნიდან წარმომადგენლებს შორის ასარჩევი როდესაც გვაქვს, ზურაბიშვილი შეიძლება ვინმეს სჯობდეს” – ამბობს სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიმდინარე ტყიბულაში ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიახვალიდან იგეგმება საკვების მიცემა, გაწერაზე ჯერ ადრეა საუბარი – ხოშტარიას ექიმი