,,ცალკე აღებული კრიტერიუმები არავის სჭირდება, თუკი პარლამენტი მოსამართლეთა იმ სიას განიხილავს, რომელიც უკვე წარდგენილია”

„ცალკე აღებული კრიტერიუმები არავის არაფერში სჭირდება, თუკი პარლამენტი მოსამართლეთა იმ სიას განიხილავს, რომელიც უკვე წარდგენილია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საია–ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა სასამართლო სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზე.

„ყველამ, ვინც ხედავს, რომ სასამართლო სისტემა არის პრაქტიკულად კატასტროფის წინაშე და ყველა, ვინც ხედავს, რომ აუცილებელია რადიკალური ნაბიჯების გადადგმა კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, სასამართლოს გადასარჩენად ჩვენ ვთანხმდებით, რომ ამ მოძრაობას დავიწყებთ, გავაფართოებთ, და შევეცდებით მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ამ პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებზე. საუბარია საქართველოს ყველა მოქალაქეზე, რომელსაც სასამართლოს ბედი შეიძლება აწუხებდეს. ამიტომაც, ეს პროცესი არ გამორიცხავს არც აქციებს, არც სამართლებრივ მოლაპარაკებებს, მაგიდასთან დასხდომას პარლამენტარებთან ერთად. ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა შესაძლო გამოწვევას, რომელიც შეიძლება ჩვენს წინაშე არსებობდეს ამ პროცესში. მთავარი და მნიშვნელოვანი არის პარლამენტში – პარლამენტმა ღიად უნდა თქვას, რომ როდესაც ის იწყებს საუბარს და მუშაობას კრიტერიუმებზე, იქვე მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, იზიარებს თუ არა წარმოდგენილ სიას: თუ იხილავს, რა პოზიცია აქვს, თუ არ გაიწვია უკან საბჭომ ეს სია, ჩააგდებს ამ სიას თუ მხარს დაუჭერს. ჩვენ არ ვუყურებთ ამ საკითხებს როგორც დაქუცმაცებული და ცალკე აღებული. ჩვენ ამ მოვლენებს ვხედავთ ერთი დიდი სურათის ნაწილად. ცალკე აღებული კრიტერიუმები არავის სჭირდება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას უპირებს პარლამენტი იმ სიას, რომელიც წარდგენილია უკვე. გვესმის, რომ დროის თვალსაზრისით ძალიან შეზღუდულები ვართ, პირველი რიგის საკითხი ჩვენთვის არის ეს კონკრეტული პირები ვინც, არიან წარდგენილი ამ ფორმით და ამ სახით, როგორც ეს მოხდა, არ იყვნენ გამწესებული სასამართლოს მოსამართლეებად. ცხადია, არის სხვა მნიშვნელოვანი თემები სასამართლოს თემაში, რაზეც ასევე ვისაუბრებთ ძალიან მალე“, – განაცხადა სალაძემ, რომელსაც ასევე კითხვით მიმართეს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშივაკეში მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფოს მძღოლს ბრალი წარედგინა
შემდეგი სტატია,,კლანი არ არის მხოლოდ სასამართლო სისტემაში – მათი ნაწილი არის პარლამენტში, ნაწილი პროკურატურაში და სხვადასხვა უწყებაში”