ისრაელის თავდაცვის ძალებმა “ჰამასის” კუთვნილი გვირაბი გაანადგურეს, რომელიც ტერორისტებმა 2014 წელს მომხდარი თავდასხმის დროს გამოიყენეს. გვირაბი თანამედროვე ტექნოლოგიებით იყო აღჭურვილი, მისი სიგრძე 1 კმ.-ს შეადგენდა.
“ცახალმა” გვირაბის განადგურების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.