ცაიშში მომხდარ ავტოავარიას ზუგდიდის გამგებლის მოადგილე ემსხვერპლა

ზუგდიდი-თბილისის ავტომაგისტრალზე, სოფელ ცაიშთან რამდენიმე წუთის წინ ავტოავარია მოხდა. წინასწარი ინფორმაციით ავტოავარიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა.  ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს „მიცუბიში პაჯეროსა“ და „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. დანარჩენი სხვა მგზავრები ზუგდიდის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

banner
წინა სტატიაშიგარკვეულ ძალებს სჭირდება, რომ რუსეთი ცივილიზაციის ნომერ პირველ მტრად აქციოს – ნინო ბუჯანაძე
შემდეგი სტატიაზუგდიდი-თბილისის მაგისტრალზე კიდევ ერთი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა