“ცაინიდის საქმე” – დეკანოზ მამალაძეს ევროპულ სასამართლოში მესამე მხარის სტატუსით შესაძლოა მხარი EMC-მ დაუჭიროს

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დეკანოზის საქმეს მესამე მხარის სტატუსით შესაძლოა მხარი დაუჭიროს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა.”

EMC – იმ კვლევის მიხედვით დეკანოზის წინააღმდეგ ბრალდებები სუსტია, განაჩენები კი დაუსაბუთებელი. ეს კი ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს უხეშად არღვევს.მამა გიორგი მამალაძის განაჩენების შესახებ კვლევა დეტალურად დღეს გასაჯაროვდება.

„ორივე ინსტანციის სასამართლო საუბრობდა იმაზე, რომ დაცვის მხარეს უნდა წარმოედგინა გამამართლებელი გადაწყვეტილებები ამ საქმეზე რაც აბსოლუტური დარღვევაა”-ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.

banner
წინა სტატიაშისიმსივნური პათოლოგია გამოირიცხა, სახის ნერვის დამბლა არ არის – ექიმი
შემდეგი სტატია“ეს არის ცრუ ბრალდება, ეს არის სიცრუის ტირაჟირება” – მამუკა ხაზარაძე ნატო ჩხეიძეს პასუხობს