ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა კიევზე რუსეთის იერიშს ეხმაურება.
ცაჰკნას განცხადებით, საცხოვრებელ ტერიტორიებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განზრახ დარტყმები ტერორის მიუღებელ აქტებს წარმოადგენს.
„აგრესორისთვის ომის ფასის გაზრდის მიზნით, ახლავე გვჭირდება კონკრეტული ქმედებები. ეს უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვის საუკეთესო გზაა. ესტონეთი გამარჯვებამდე უკრაინის გვერდით დგას“, – წერს ცაჰკნა.

















