ცაგერში ძლიერმა წვიმამ და ქარმა 14-მდე სოფლებში სახელებს სახურავი გადახადა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და ქარმა 14-მდე სოფელში სახელებს სახურავი გადახადა.

დაზიანებულია სოფელ ლაჯანის საავადმყოფოს შენობაც. ორბელის, უსახელოს, ლაილაშისა და ალპანის თემში შემავალ სოფლებში უამინდობის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ადგილობრივებს ელექტროენერგია დროებით არ მიეწოდებათ.

ცაგერის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდებაც შეუწყდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები, თუმცა გადაადგილება შესაძლებელია.

როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის.

banner
წინა სტატიაშიუბედურ შეთხვევას ქუთაისში მამაკაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასექტემბერში საქართველოში რომის პაპი ჩამოდის