ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა

ცაგერში 5-ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, თეა გურგუჩიანმა დაადასტურა. მისი თქმით შემთხვევა სოფლებში ლეშკედასა და ლაჯანაში დაფიქსირდა.

“მინდინარეობს კვლევები, ეპიდემიოლოგები ვმუშაობთ საკითხზე, ვატარებთ ტესტირებას. უკვე 60-მდე კონტაქტი გვაქვს დაზუსტებული და მათ აღებული აქვთ ანალიზი. სოფელ ლეშკედაში ვიმყოფებით ვადგენთ კონტაქტებს, ასევე ლაჯანაში მუშაობს რეგიონალური სამსახური”, – ამბობს თეა გურჩიანი.

banner
წინა სტატიაშიფოთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებული მეხანძრე-მაშველია
შემდეგი სტატიაკახეთში ორ არასრულწლოვანს ეძებენ