ცაცხვში ეროვნული მოძრაობის წევრის თამაზ ჟორჟოლიანის სახელობის სკვერი მოეწყობა

ცაცხვში ეროვნული მოძრაობის წევრის, თამაზ ჟორჟოლიანის სახელობის სკვერი მოეწყობა. აღნიშნული ინფორმაცია ცაცხველებს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო-ს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ მიაწოდა, სადაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს შეხვდა.

„ცაცხვი არის კარიბჭე ჩვენი მუნიციპალიტეტის, ამიტომ ამ სოფლის კეთილმოწყობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ვიცი რომ ბევრი საჭიროებაა, რომელიც ეტაპობრივად მოგვარდება. ვიცი რომ გაწუხებთ წყლის პრობლემა, რომლის მოგვარებაც ჩემი მთავარი ამოცანაა, გპირდებით რომ ეს პრობლემა გადაწყდება. რეაბილიტირდება სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა, ასევე სანიაღვრე არხი ნოდარ ჯობავას ქუჩაზე, მინი სტადიონის მოწყობას ვგეგმავთ საჯღარკაოს უბანში. ჩვენ მოვდივართ, რომ ავაშენოთ უკეთესი მუნიციპალიტეტი.“

მერობის კანდიდატთან ერთად შეხვედრას, მისი საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ციხის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია გრძელდება
შემდეგი სტატიაერთად დავთვალოთ ის მეტრები, რომელიც აშორებს კორპუსებს რუსთავში ციხის კედლებთან-თეა წულუკიანი