ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის პატარა კერები რჩება და ალბათ რამდენიმე საათში მთლიანად იქნება ლოკალიზებული

ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის პატარა კერები რჩება და ალბათ რამდენიმე საათში მთლიანად იქნება ლოკალიზებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

„ხანძარი ფაქტობრივად ლოკალიზებულია. არის პატარ-პატარა კერები, რაზეც მუშაობს შესაბამისი სამსახურები. სახანძროს ძალიან დიდი მადლობა. სახანძრო სამსახურის მთელი ეკიპაჟი მობილიზებული იყო. ალბათ რამდენიმე საათში ხანძარი მთლიანად იქნება ლოკალიზებული. მესამე სართულზე იყო ხანძარი. მთავარი არის, რომ არც გვერდით და არც უკანა შენობებზე არ გადასულა, დროულად მოხდა ლოკალიზება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცეცხლი თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგის“ მესამე სართულზე რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.

banner
წინა სტატიაშიდაიწვა თუ რამე გაგვაჩნდა
შემდეგი სტატიადამწვარია ბაზრობის მესამე სართული, ასევე, დაზიანდა მეორე სართულის ნაწილი და ავტოფარეხი