ცაბაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრისას დამწვარი დედა-შვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან

ცაბაძის ქუჩაზე, #9 ნომერ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვრობა მიღებული დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ გუგა ქაშიბაძის თქმით, პაციენტები გამთენიისას შემოიყვანეს და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში ჰყავთ მოთავსებული.

“60 წლამდე ქალბატონს სხეულის 40 პროცენტი, 40 წლამდე მამაკაცს კი სხეულის 20 პროცენტი აქვს დამწვარი. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან. მათ ყველა სახის სამედიცინო დახმარებას ვუწევთ”,-განაცხადა ქაშიბაძემ.

ორი გარდაცვლილი და ორი დაშავებული ასეთია ცაბაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგები, მეზობლების ინფორმციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვავიდან გაჩნდა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა კათოლიკეებს შობა მიულოცა
შემდეგი სტატიაწუხანდელი ხანძრების ლოკაციებზე თბილისის მერი ვითარებას ადგილზე გაეცნო