ცაბაძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

„იმედის“ ინფორმაციით, თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი დღეს დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაშავებულს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილი ლიდერები კიევში მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან
შემდეგი სტატიაშსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის დანაყოფებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს