ცაბაძის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენა იგება

დიდუბის გამგეობა რაიონის მასშტაბით სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას განაგრძობს.

ამჯერად, ცაბაძის ქუჩაზე 4 700 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა იგება. სავალ ნაწილთან ერთად, შეიცვალა დაზიანებული ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოების საერთო ღირებულება 249 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ ქუჩაზე კომპანიამ „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი“ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განახორციელა – დაზიანებული წყლის მილები ახლით შეცვალა, რის შემდგომაც გამგეობამ ასფალტის საფარის მოწესრიგება დაიწყო.

ცაბაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ქერჩის ქუჩაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა
შემდეგი სტატია„ლელო საქართველოსთვის“ წევრები საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციას მართავენ