C ჰეპატიტით დაავადებულებს დღეიდან ახალი პრეპარატით, ჰარვონით მკურნალობა შეუძლიათ

C ჰეპატიტით დაავადებულებს დღეიდან ახალი პრეპარატით – ჰარვონით მკურნალობა შეუძლიათ. ამ წამლის შემოტანას ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი.

საქართველომ უკვე მიიღო პრეპარატის 2 ათასი ფლაკონი. ჰარვონით მკურნალობის გეგმის მიხედვით, წელიწადში ამ მედიკამენტს 20 ათასი პაციენტი გამოიყენებს. ჰარვონი ბოლო თაობის ორი პრეპარატის კომბინაციაა, რომელიც კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, ნაკლებად საჭიროებს კომბინირებულ მკურნალობას, რაც გვერდითი მოვლენების რისკს ამცირებს.

ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. ფრონტ ოფისის გახსნასაც გეგმავს, სადაც C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებს გამარტივებული ფორმით მოემსახურებიან.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე კომპანია “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს” პასუხობს
შემდეგი სტატიაგიორგი გუგავა: ოცნების ხელისუფლების მსხვრევა კახეთიდან დაიწყება