C ჰეპატიტის პროგრამის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება

ჯანდაცვის მინისტრმა დავითსერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს იმ სიახლის შესახებ ამცნო, რომლის მიხედვითაც, C ჰეპატიტის პროგრამის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება და პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები C ჰეპატიტის სამკურნალო, უახლესი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამეტებს უსასყიდლოდ მიიღებენ.

მინისტრის ინფორმაციით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდული, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომელთაც პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აქვთ C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთვებიან.

დღემდე, C ჰეპატიტის პროგრამაში დარეგისტრირებულია 38 000 -მდე ბენეფიციარი, მათ შორის მკურნალობაში ჩაერთო 37 500-ზე მეტი პაციენტი, მკურნალობის კურსი 29 000ზე მეტმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98% შეადგენს.

banner
წინა სტატიაშისაატესტატო გამოცდებში 11 000 მოსწავლე ჩაიჭრა
შემდეგი სტატიანინო კუზანოვა კლინიკა “ლანცეტში” გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს