C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს

C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე მსჯელობენ ამ წუთებში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა გახსენს.

შეხვედრაზე ელიმინაციის პირველი ფაზის შედეგებს შეაჯამებენ. განიხილავენ სამომავლო, გრძელვადიან სტარეტგიასაც.

“ ერთგვარად შეჯამებაა ამ ერთწლიანი ეტაპის, მეორე წარდგენა უკვე დახვეწილი და შეჯამებული მონაცემების, იმ კვლევის, რაც საქართველოში ჩატარდა ავადობის, რომელიც სამწუხაროდ უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე წინა წლების მონაცემები იყო“ – განაცხადა დავით სერგენკომ.

აშშ-ის ელჩის თქმით, პროექტის განხორციელების შემდეგ საქართველო გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც მოახდინა C ჰეპატიტის ვირუსის სრული ელიმინაცია.

“ეს პროექტი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის არის მიმართული, პროექტის განხორციელების შემდეგ საქართველო გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც მოახდინა C ჰეპატიტის ვირუსის სრული ელიმინაცია. ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ საქართველოს უფასოდ მიაწოდა მედიკამენტები, რომელთა ღირებულებაც თითო პაციენტისთვის 50 ათას დოლარს შეადგენს“ – აღნიშნა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიიან კელი – ახალი ამბები, რომელსაც ყარაბაღიდან ვიღებთ, იმედისმომცემია
შემდეგი სტატიანადია სავჩენკომ ისევ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა