ბჟანიამ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების ბრძანება გასცა- სოხუმში ვითარება იძაბება (ვიდეო)

აფხაზური ტელეგრამ-არხები ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.

ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან, საზოგადოებრივი შეკრებიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.

აფხაზური მედია იუწყება, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ დაკავებულების ნათესავები, საზოგადოების და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგებლები შეიკრიბნენ:

დაკავების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. შეკრებილები ახსნა-განმარტებას მოითხოვენ.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ოპოზიცია 15 ნოემბერს საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს. ამ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაში“საქართველო ევროპის ნაწილია და რუსეთი ვერ გაიმარჯვებს!” – მარკო მიხელსონი
შემდეგი სტატიასოხუმში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ხალხი იკრიბება და ჭიშკარს ამტვრევს (ვიდეო)