ბჟანიამ მოსახლეობას მოუწოდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაემორჩილონ პროვოკაციებს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი ოპოზიციის მხარდამჭერებმა ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟას მიმდებარედ კოდორის ხიდი გახსნეს.
„კოდორის ხიდი “განბლოკილია”. რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკების შემდეგ მოძრაობა აღდგენილია “, – განაცხადა აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენტმა, ას­ლან ბჟა­ნი­ამ. მისივე თქმით, აფხაზეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს აქვთ საკმარისი ძალა და საშუალება ქვეყანაში უსაფრთხოებისა და კანონიერების უზრუნველსაყოფად.
გაიმართა მოლაპარაკებები სოფელ აძიუბჟას მცხოვრებლებთან, რომლებმაც კოდორის ხიდი “განბლოკეს”.
ქვეყნის ხელმძღვანელობა აგრძელებს მუშაობას გზის სხვა მონაკვეთების განსაბლოკად. სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ შემოწმებებს წინა დღით დაკავებულ მოქალაქეებზე“, – ხაზგასმით აღნიშნა ბჟანიამ და აფხაზეთის მოსახლეობას მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაემორჩილონ პროვოკაციებს.

აქციის მონაწილეებს ამ დრომდე კვლავ ჩაკეტილი აქვთ სოხუმისკენ მიმავალი საკვანძო საგზაო მონაკვეთები – გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები.

გუმისთის ხიდზე უშვებენ მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. კერძო ავტომობილებისთვის ხიდი ისევ გადაკეტილია.

banner
წინა სტატიაშირუსეთი შემდგომ ხანებში კიდევ უფრო გააძლიერებს ე.წ. კამიკაძე დრონების გამოყენებას კურსკში
შემდეგი სტატიარადიოკავშირის ხარვეზის გამო, “ჯორჯიან ეარვეისის” თვითმფრინავს აფრენიდან რამდენიმე წუთში პრობლემა შეექმნა