ბჟანია და გაგლოევი მედვედევს შეხვდნენ

სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო ლიდერები ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი მოსკოვში რუსეთია უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი მედვედევს შეხვდნენ. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

მედვედევმა ბჟანიას და გაგლოევს ამ რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარების მე-15 წლისთავი მიულოცა.

„გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთმა 2008 წელს მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ, მარტივი არ ყოფილა. მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ კავკასიაში მშვიდობა უზრუნველყო, დაცულები იყვნენ რესპუბლიკების მოქალაქეები და გადაჭრილი იყო დიდი და მნიშვნელოვანი ამოცანები. მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება, ჩვენ გვაქვს სამოკავშირეო ურთიერთობები, ძალზე კარგი და კეთილი ურთიერთობები. გილოცავთ ამ თარიღს“! – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

ბჟანიამ რუსეთის ხელისუფლებას და პირადად დიმიტრი მედვედევს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი დამოუკიდებლობისკენ ჩვენ ათწლეულების განმავლობაში მივდიოდით. რუსეთის ფედერაციის დახმარებით სამართლიანობამ იზეიმა,. ჩვენ ახლა ბევრ ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ და ჩვენ მომავალში სამოკავშირეო ურთიერთობებს განვამტკიცებთ და განვავითარებთ“, – განაცხადა ბჟანიამ.

banner
წინა სტატიაშიპრიგოჟინს ვთხოვდი, ამბიციები გვერდზე გადაედო, მაგრამ ასეთი იყო, რკინის ხასიათით – კადიროვი
შემდეგი სტატიაშოვში სტიქიის შედეგად გვანცა ბუბაშვილის გარდაცვალება დადასტურდა