“ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის”

“ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის”, – ასე უპასუხა ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ოპოზიციური პარტიების პრემიერობის კანდიდატების შეფასებას შეეხებოდა. მისი თქმით, გახარია არამხოლოდ კანდიდატი, არამედ, მომავალი პრემიერიცაა.

“ჩვენ გვყავს ერთადერთი რეალური, ძლიერი კანდიდატი პრემიერ მინისტრობისთვის და ის არამარტო კანდიდატია, არამედ მომავალი პრემიერმინისტრია ჩვენი ქვეყნის, რომელიც ის უზრუნველყოფს, იმას რომ ქვეყანა პანდემიიდან გამომდინარე დაძლევს პრობლემებს უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში და ამის შემდეგ გვექნება ძალიან სწრაფი ტემპით ეკონომიკური განვითარება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, სტრატეგია აღმაშენებელმა პრემიერობის კანდიდატად წარადგინა გიორგი ვაშაძე, პარტია ლელომ მამუკა ხაზარაძე, ძალა ერთობაშიამ მიხეილ სააკაშვილი, ხოლო ლეიბორისტულმა პარტიამ შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიახალი, კოალიციური ხელისუფლება შედეგს მოიტანს ყველასთვის – წერეთელი
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირების მონახულების უფლება მისცეს