ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს დაკითხავენ

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამათლო მსჯელობას იწყებს.

დღევანდელ პროცესზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხება. საქმის პროკურორის გიორგი ოსაძის ინფორმაციით, ძალოვანი უწყების ყოფილი ხელძღვანელი საქმზე მისთვის ცნობილ გარემოებებზე ისაუბრებს.

დღესვე სასამართლო ვიდეოექსპერტს დაკითხავს, რომელიც პროკურორის განცხადებით, დაადასტურებს, რომ საქმეში არსებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში მონტაჟი შეინიშნება.

პროცესი ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვით დაიწყება, რომელსაც სხდომაზე ამ წუთებში ელოდებიან.

20 თებერვალს გურამ დონაძემ რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ახალი ვიდეომასალა წარადგინა.

ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურაბ მიქაძეს წაუყენა.

banner
წინა სტატიაშიყვარელში უბედურ შემთხვევას 10 წლის მოზარდი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაბიბლიოთეკების რეორგანიზაცია – თბილისის მერის მოადგილე საკრებულოში არ მივიდა