13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ბურთი არაა ჩვენს მხარეს, მაგრამ მზად ვართ ამ კარგი, საინტერესო, სახალისო სპორტული თამაშისთვის-ზახაროვა საქართველოზე

ბურთი არაა ჩვენს მხარეს, მაგრამ მზად ვართ ამ კარგი, საინტერესო, სახალისო სპორტული თამაშისთვის,- აღნიშნულ განცხადებაას ზახაროვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა საქართველოზე ავრცელებს.

„დავიწყებ სამძიმრის სიტყვებით თქვენთვის და საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის – და არა მხოლოდ მოქალაქეებისთვის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი ქართველი ხალხის წარმომადგენლებისთვის – რომლებიც განიცდიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას. ქართველი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სულიერებითა და ტრადიციებისადმი ერთგულებით. ჩვენი საერთო მართლმადიდებლური ფესვები და კულტურული მემკვიდრეობა არის ის საფუძველი, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი გვეხმარება ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნებაში. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ფიგურა, რომელიც განასახიერებდა ამ სიმტკიცესა და სიბრძნეს.
ჩვენ ყოველთვის ღია ვართ კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის, რომლებიც მიმართულია ჩვენს ხალხებს შორის ნდობის აღდგენისკენ. მიგვაჩნია, რომ კულტურული და რელიგიური დიპლომატია ამ პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს. თუმცა ურთიერთობა ნამდვილად შეწყდა. ვფიქრობ, ეს ისტორია ძალიან კარგად იცით. არ შეგახსენებთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, აღვნიშნავ, რომ ეს გაწყვეტა რუსეთის ინიციატივით არ მომხდარა. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში აღდგენას იწყებს ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები – კონკრეტული შედეგებით. თუმცა, მსურს ხაზი გავუსვა, რომ ამ საკითხში ბურთი არაა ჩვენს მხარეს, მაგრამ მზად ვართ ამ კარგი, საინტერესო, სახალისო სპორტული თამაშისთვის”-
თქვა ზახაროვამ რუსეთის პროპაგანდისტი ნიკოლოზ მჟავანაძის კითხვის პასუხად.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვენესუელის ნავთობზე დაწესებული სანქციები შეამსუბუქა
შემდეგი სტატიაე.წ. “ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით დაკავებული რამდენიმე პირის სასამართლო პროცესები დღეს ბათუმის სასამართლოში გაიმართება