ბურთები სინამდვილეში ის ფერი არ არის, რასაც ხედავთ

ბურთები სინამდვილეში ის ფერი არ არის, რასაც ხედავთ

ნახატზე სამი სხვადასხვა ფერის ბურთს ხედავთ, ხომ ასეა? არ არის სწორი. სინამდვილეში ისინი ხორცისფერია.

დევიდ ნოვიკის თქმით, რომელიც ტეხასის ელ-პასოს უნივერსიტეტის პროფესორია, გამოსახულების დაპატარავება ამ ილუზიას ამძაფრებს, გაზრდისას კი ის მინიმუმამდე დადის.

რატომ ჩანს ეს ბურთები სხვადასხვა ფერის? აღქმას ხელს უშლის მოვლენა, რომელსაც მანკერ-უაითის ილუზია ქვია.

ილუზია ადამიანის თვალის თავისებურების გამო იქმნება. თვალი ნივთთა ფორმებს უფრო დეტალურად აღიქვამს, ვიდრე ფერს.

ჩანს, რომ ნივთების ფორმა იდენტურია (რაც ასეც არის სინამდვილეში), ფერები კი მეზობელ სივრცეში ასიმილირდება – ნოვიკი ხსნის. სფეროების ფერი უახლოვდება წინა ფონზე გადამკვეთი ხაზების ფერს. ამ კონკრეტულ გამოსახულებაზე კი ბევრია მწვანე, წითელი და ლურჯი ფონი, რაც ბურთების ნამდვილი ფერის აღქმას ართულებს. ხაზები რომ გააქრო, ილუზიაც გაქრება და დარჩება მხოლოდ ერთნაირი ფერის ბურთები.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში მალე უპილოტო ავტომობილები რეგულარულ რეისებს შეასრულებენ
შემდეგი სტატიაიმნაძე Sinovac-ზე: ზოგს მაზერატი მოსწონს, ზოგს პორშე