27 აპრილს, თურქეთის ქალაქ ბურსაში, საღამოს საათებში, უძველესი თურქული მეჩეთის, ულუ ჯამის სიახლოვეს, 25 წლის თვითმკვლელმა ტეტორისტმა ქალმა თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად მხოლოდ ტეტორისტი გარდაიცვალა, 13 ადამიანი კი მძიმედ დაიჭრა.
როგორც ,,თაიმერს“ ბურსადან აცნობეს, აფეთქების დროს მეჩეთში ცნობილი თურქი ბიზნესმენის ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ცერემონიალი ტარდებოდა, რასაც თურქული ბიზნესწრეების დიდი წარმომადგენლობა ესწრებოდა.
,,თაიმერის,, ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა პოლიციის განსაკუთრებული მოქმედებები მასობრივი თავშეყრის ადგილზე, რის გამოც ტერორისტმა დაგეგმილი ტერაქტი დროზე ადრე და ხალხის ნაკადიდან მოშორებით განახორციელა.
ამჟამად პოლიცია ტერაქტის მომწყობი ორგანიზაციის და თვითმკვლელი ტერორისტის დადგენაზე მუშაობს.