ბურკინა-ფასოს ტერაქტისას უკრაინული ოჯახი დაიღუპა

ბურკინა-ფასოს ტერაქტისას უკრაინული ოჯახი დაიღუპა

333ტერაქტის შედეგად, რომელიც ბურკინა-ფასოს დედაქალაქში უაგადუგუში მოხდა, ოთხი უკრაინელია დაღუპული. ასევე მოქალაქეები კანადადან, ნიდერლანდიდან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან.

უკარინული ოჯახის დაღუპვის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოაველ კლიმკმა საკუთარ ტვიტერ გვერდზე დაწერა. “შოკირებული ვარ ბურკინა-ფასოს ტერაქტისა და უკრაინული ოჯახის დაღუპვის გამო. სამი ზრდასრული და ერთი 10 წლის გოგონა გარდაიცვალა. ტრაგედიაა ყველა ჩვენთაგანისთვის” – დაწერა მან.

ბოევიკების სასტუმროზე თავდასხმა 15 იანვარს მოხდა. მათ ჯერ კაფე “კაპუჩინო” დაიკავეს. შემდეგ სასტუმროში შეიჭრნენ, ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს და დაიწყეს სროლა. ამის შემდეგ მათ სასტუმროს მაღალ სართულზე ბარიკადები ააგეს და ააფეთქეს კიბე, რომელიც მაღლა ადიოდა, რომ სართულის შტურმით აღება გართულებულიყო.
თვითმხილველების თქმით, ბოევიკებმა პირველ რიგში თეთრკანიანები გაანადგურეს.
გუშინ შენობა სპეცრაზმმა აიღო შტურმით. ოპერაციაში ფრანგი და ამერიკელი სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.
შეტევის მსხვერპლი გახდა 18 ქვეყნის 28 მოქალაქე.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ალ-ქაიდამ” აიღო.

banner
წინა სტატიაშიობამამ ძაღლებისათვის შარვლის ჩაცმის სტილი აირჩია (ვიდე)
შემდეგი სტატიაისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა 400 მძევალი აიყვანა