ბურჯანაძე: ზოგი უფრო მყარი აღმოჩნდა ვადამდელი არჩევნების ბრძოლის პროცესში, ზოგს თავიდანვე ეტყობოდა მერყეობა

„საერთოდ, სწორია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას თავის დროზე. ის, რომ ალეკო ელისაშვილს თავის დროზე თავისი სახელი არ დაერქვა, ამან დააზარალა პოლიტიკური პროცესი. ის, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებიც თავიდანვე მომხრე იყვნენ პარლამენტში შესვლის და ბოიკოტის მოწინააღმდეგეები, ესეც ძალიან დიდი შეცდომა იყო, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობიდანაც“, გუშინ ხატია დეკანოიძემ ეს თვითკრიტიკულად თქვა, რომ მათ წარმოადგენდა ადამიანი, რომელიც ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერაზე მზად იყო, ოღონდ პარლამენტში შესულიყო.

რა თქმა უნდა, მათ ყველას უნდოდათ ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ზოგი უფრო მყარი აღმოჩნდა ვადამდელი არჩევნების ბრძოლის პროცესში, ზოგს თავიდანვე ეტყობოდა მერყეობა, ზოგს თავიდანვე ჰქონდათ ვალდებულებები, რომელსაც გასაგები იყო, რომ ვერანაირად გვერდს ვერ აუქცევდნენ“, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: ხვალ უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ
შემდეგი სტატიახუხაშვილი: ნიკა მელიას, უნდა თუ არა, ციხიდან გამოაგდებენ