ბურჯანაძე: თუ მოხერხდება შეთანხმება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აქციები არ იქნება

„განსახილველი თემა იყო, საგანგებოდ აღინიშნა და მეც აღვნიშნე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების და იმ ადამიანების გადაწყვეტილება, რომელთაც განცხადებით მიმართეს პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. მათი ეს ერთობა და გადაწყვეტილება ძალიან დასაფასებელია. ბუნებრივია, ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებითაც, რომ ჩვენი რეაგირება უნდა მოჰყვეს იმ უმსგავსობას, რაც გახმოვანდა კობახიძის პირით, რომ პარტიებს პრაქტიკულად განადგურებით და გაუქმებით დაემუქრნენ, არაფერს ვამბობ ფინანსურ განადგურებაზე, შემდეგ თავისუფალი მედიის ჯერიც დადგება, ესეც დაანონსდა და ამაზე რეაგირება გვექნება. მოვამზადებთ საინფორმაციო დოკუმენტს და ძალიან ინტენსიურად ვიმუშავებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ასევე დაისვა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ მეტი კოორდინირებაა საჭირო ოპოზიციას შორის.”

ამასთან, ბურჯანაძის თქმით, თუ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე ხელისუფლებასთან ვერ შეთანხმდებიან, გაზაფხულზე ოპოზიცია აქციებს დაიწყებს.

„გაზაფხულზე ნამდვილად ვაპირებთ აქციებს, თუმცა ამის სურვილი არ გვაქვს. თუ მანამდე მოხერხდება შეთანხმება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, აქციები არ იქნება. თუ არ მოხდება ასეთი შეთანხმება, ბუნებრივია, საპროტესტო მშვიდობიანი აქციები არის ზეწოლის ერთ-ერთი დემოკრატიული, კონსტიტუციური, კონვენციური ფორმა და თავისთავად ცხადია, რომ ეს ფორმაც გამოყენებული იქნება“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი: საქართველოში დასრულდა რევოლუციების დრო
შემდეგი სტატიამაია ბითაძე – ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდება