ბურჯანაძე – სააკაშვილს მომხრეების სერიოზული ნაწილი ჰყავს, მაგრამ ბევრი ადამიანია, რომელსაც მისი დაბრუნების შიში აქვს, რაც გასათვალისწინებელი ფაქტორია

პოლიტიკური ლიდერი თავად იღებს გადაწყვეტილებას, სად წავიდეს, როდის წამოვიდეს, როდის ჩავიდეს და როდის- არა. ამაში ვერ ჩავერევი, სააკაშვილს ჰყავს სერიოზული ნაწილი მომხრეებისა, მეორე მხრივ ბევრი ადამიანია, რომელსაც სააკაშვილის დაბრუნების შიშის ფაქტორი აქვს, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა დაინახა, რომ მას ჰყავს მომხრეები, რომლებსაც წახალისება სჭირდებათ.

„პოლიტიკური ლიდერი თავად იღებს გადაწყვეტილებას, სად წავიდეს, როდის წამოვიდეს, როდის ჩავიდეს და როდის- არა. ამაში ვერ ჩავერევი. სააკაშვილს ჰყავს სერიოზული ნაწილი მომხრეებისა და ამ არჩევნებმაც დაგვანახა, მაგრამ მეორე მხრივ, ბევრი ადამიანია, ვისაც სააკაშვილის დაბრუნების შიშის ფაქტორი აქვს. ეს გარკვეულწილად, გასათვალისწინებელი ფაქტორია. თავად ის, რომ სააკაშვილიც მისთვის არადამახასიათებელი სიფრთხილით საუბრობს, ეს მაჩვენებელია, რომ მან დაინახა, ჰყავს მომხრეები, რომლებსაც წახალისება სჭირდებათ, მაგრამ ამავე დროს, ის ადამიანები არ უნდა დავკარგოთ, რომელთაც სხვა ოპოზიციური პარტიები მოსწონთ, მაგრამ სააკაშვილის შიში აქვთ. ამიტომ, ეს ბალანსი დასაცავია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გამსახურდია – უმჯობესი იქნება ვანახოთ მაიკლ პომპეოს, მისი წინამორბედი ბეიკერის ვიზიტისას, ჟორიკა და მისი ბანდები როგორც არბევდნენ კანონიერი მთავრობის მომხრეებს უმოწყალოდ
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – 21 ნოემბრის აქციის ზუსტი დიზაინი ჯერ ცნობილი არ არის