ბურჯანაძე: ოპოზიციის ნაწილისგან ვერ ვხედავ, რომ ახსოვთ ან უნდათ ვადამდელი არჩევნები

“ოპოზიციის ნაწილისგან ვერ ვხედავ, რომ ახსოვთ ან უნდათ ვადამდელი არჩევნები”, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“არ მაქვს განცდა, რომ ქვეყანაში კრიზისი არათუ დასრულდა, არამედ განმუხტვის გზასაც კი დაადგა. არ შესრულებულა მოთხოვნები და არც ჩანს რომ შესრულდება, რაც იყო მთავარი ამ კრიზისულ პერიოდში. მთავარი მოთხოვნა იყო ვადამდელი არჩევნები.

მე ვთვლი, რომ მძიმე შეცდომა იყო ოპოზიციის მხრიდან და ნაჩქარევად გადადმული ნაბიჯი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ვერ ვხედავ, რომ მათ ან ახსოვთ ვადამდელი არჩევნები, ან უნდათ. ყველაზე ამას არ ვამბობ”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიკომპანია IDS ბორჯომი – გამოვთქვამთ მზადყოფნას, გაფიცულ თანამშრომლებს დავუკმაყოფილოთ ​ხელფასების ზრდის მოთხოვნა
შემდეგი სტატიაავარია ყაზბეგის ქუჩაზე