ბურჯანაძე – ღარიბაშვილი ივანიშვილის კი არა, მისი შვილის ლაქიაა

“ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მოსახლეობას აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდებს, რათა მათ ევროპელ პარტნიორებს დაანახონ, რომ ქვეყნის მოსახლეობას ევროპულის სტილის, დემოკრატიული სახელმწიფო უნდა.

“საქართველოს მოსახლეობა, ადამიანები, რომლებსაც გვაქვს ღირსეული მრავალსაუკუნოვანი წარსული, ადამიანები, რომლის წინაპრები იბრძოდნენ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს – საქართველო არ არის შენი ბოსტანი, ხმამაღლა უთხრან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს – დიახ, ჩვენ გვინდა ევროპული სტილის, დემოკრატიული სახელმწიფო. სახელმწიფო, სადაც ერთი ადამიანის ჯიბეში არ არის პრეზიდენტის სავარძელი, პარლამენტი, პროკურატურა და სახელმწიფო, სადაც პირველი პირი, პრემიერმინისტრი, ივანიშვილის კი არა, აღმოჩნდა, რომ მისი შვილის ლაქიაა და მისი შვილის უკანონო დავალებებს ასრულებს”,- თქვა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა – მოვუსმენთ თითოეულ მოქალაქეს – გავიშლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ მოსახლეობას, რომ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი