ბურჯანაძე – ჩვენი ხალხი შეძლებს 31 მარტის, როგორც უდიდესი მოვლენის ღირსეულად დაცვას

“31 მარტი, საქართველოს ისტორიაში არის დღე, რომელმაც სრულიად ერი გააერთიანა ერთი დიდი ნების წინაშე, ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც საფუძველი დაუდო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

თითეული ქართველი ამ დღეს გაიხსენებს დიდი ეროვნული გმირის და დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტთან, ზვიად გამსახურდიას სახელთან ერთად. ის იყო ადამიანი, რომელმაც თავისი მოღვაწეობა და სიცოცხლე შეწირა ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ეროვნული ღირებულებებისთვის ბრძოლას და ქვეყნის დამოუკიდებლობას.

რაც ძალზედ მნიშვნელოვანია 31 მარტს გამოცხადებულ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო აფხაზმა და ოსმა ხალხმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს ერთიანობას და დამოუკიდებლობას.

დასანანია, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ისევ დგას უდიდესი პრობლემის წინაშე, დაქსაქსული ტერიტორიები და შუაზე გახლეჩილი საქართველო.

იმედი მაქვს, ჩვენი ხალხი შეძლებს 31 მარტის როგორც უდიდესი მოვლენის ღირსეულად დაცვას და ჩვენ შევძლებთ გაერთიანებულ, დამოუკიდებელ და ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას.” – აცხადებს “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 319, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 61, იმერეთში – 58
შემდეგი სტატიარობაქიძის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია სრულდება